+ 995 32 210 30 10
გრიგოლ ხანძთელის ქ. #4. თბილისი, 0117, საქართელო
სიახლეები / “საბა კონსტრაქშენი” ახალ სარაგბო კომპლექსს აშენებს.
    
25/05/2016

“საბა კონსტრაქშენი”გლდანში ახალ სარაგბო კომპლექსს აშენებს.

„საბა კონსტრაქშენმა“  ქ. თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერში (SPA160010511) გაიმარჯვა. თანამედროვე სტანდატების შესაბამისი ახალი სარაგბო კომპლექსი გლდანი-ნაძალადევის რაიონში განთავსდება. შპს ხელშეკრულება სამშენებლო კომპანიასა და თბილისის მერიას შორის 2016 წლის 18 მაისს გაფორმდა. 

სტადიონების კომპლექსს „საბა კონსტრაქშენი“ ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე აშენებს.


2017 წლის თებერვლიდან ქართველი რაგბისტების განკარგულებაში ახალი სარაგბო ინფრასტრუქტურა - სავარჯიშო და სათამაშო სტადიონები იქნება. სარაგბო კომპლექსში 3 სტადიონი მოეწყობა - 2 ხელოვნური და ერთი - ბუნებრივი საფარით.  რაგბის ახალი მოედანი რაგბის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელიც 2017 წელს თბილისში გაიმართება.

ახალი სარაგბო კომპლექსი მუხიანის დასახლებაში, IV მ/რაიონსა და მუხიანის საცხოვრებელი რაიონის მიმდებარედ განთავსდება. საპროექტო ტერიტორიის საერთო ფართობი- 20 367 კვ.მ-ს მოიცავს. 

დაგვიკავშირდით...
დაინტერესების შემთხვევაში მოგვმართეთ
ქვემოთ მითითებულ მისამართებზე
+ 995 32 210 30 10
გრიგოლ ხანძთელის ქ. #4. თბილისი, 0117, საქართელო
info@scn.ge