+ 995 32 210 30 10
გრიგოლ ხანძთელის ქ. #4. თბილისი, 0117, საქართელო
სიახლეები / თბილისში ახალი სარაგბო კომპლექსი შენდება
    
03/06/2016

2017 წლის რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისთვის ახალი სარაგბო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო

„საბა კონსტრაქშენმა“ თბილისის მერიის 6-მილიონიანი პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტი გლდანის რაიონში ახალი სარაგბო კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს.

თანამედროვე სტანდატების შესაბამისი ახალი სარაგბო კომპლექსის მშენებლობას საფუძველი დღეს ჩაეყარა. ღონისძიებას თბილისის მერიის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს, ასევე რაგბის ფედერაციის წარმომადგენლები, რაგბისტები, ყოფილი და ასევე პატარა რაგბისტები ესწრებოდნენ. სამშენებლო კომპანია „საბაკონსტრაქშენი“პროექტს თბილისის მერიის მიერ ტენდერში გამარჯვების საფუძველზე ახორციელებს.

ხელშეკრულება „საბა კონსტრაქშენსა“ და თბილისის მერიას შორის 2016 წლის 18 მაისს გაფორმდა. 2017 წლის თებერვლიდან ქართველი რაგბისტების განკარგულებაში ახალი სარაგბო ინფრასტრუქტურა - სავარჯიშო და სათამაშო სტადიონებიიქნება.

კომპანია „საბაკონსტრაქშენის“ ხელმძღვანელის ლევან თარგამაძის თქმით, „ბალახის ხელოვნური და ბუნებრივი საფარი  საკმაოდ მაღალი ხარისხის იქნება. საფარის ქვეშ სარწყავი და სადრენაჟო სისტემა მოეწყობა. ახალ სარაგბო კომპლექსში, ჯამურად 6.3 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება. მისივე ინფორმაციით, სარაგბო კომპლექსში 3 რაგბის მოედანი მოეწყობა - 2 ხელოვნურიდაერთი - ბუნებრივი საფარითა 1000 მაყურებელზე გათვალისწინებული ტრიბუნით. ახალი სპორტული კომპლექსი რაგბის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელიც 2017 წელს თბილისში გაიმართება.

 

საპროექტო ტერიტორიის საერთო ფართობი - 20 367 კვ.მ-ს მოიცავს. სარაგბო კომპლექსი მუხიანის დასახლებაში IV მ/რაიონსა და მუხიანის საცხოვრებელი რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე (ყოფილი რადიოქარხნის დასახლება) აშენდება.;

სამშენებლო კომპანია "საბაკონსტრაქშენი" 2012 წლის აპრილში დაფუძნდა. კომპანია აქცენტს თანამედროვე ტექნოლოგიებზე და უახლეს სამშენებლო მასალებზე აკეთებს. „საბაკონსტრაქშენის“ მთავარი ღირებულება პროფესიონალთა ის გუნდია, რომელიც დღეს კომპანიაში მუშაობს, და შესწევს ძალა, შეასრულოს სამშენებლო სამუშაოების მთლიანიკომპლექსი - სამშენებლო ნებართვების მიღება, საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება, მშენებლობის მართვა, კაპიტალური მშენებლობა, რემონტი, დაზიანებული ობიექტების რეკონსტრუქცია და სხვა.

„საბა კონსტრაქშენის“ განხორციელებული პროექტებია: აკვაპარკი “GINO PARADISE“, სასტუმრო „ჯინო ველნეს რაბათი“ (ახალციხეში), თიანეთის იუსტიციის სახლი, სოფლების მუხრანისა და აბანოს საჯარო სკოლები, სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრი და სხვ.

განხორციელების სტადიაშია რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი: ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო ბათუმში, სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტი გორში, სტუდქალაქი ლისის ტბაზე, ნარეკვავის წყალსაცავი, ქუთაისის ახალი ცენტრალური არქივი, ხაშურის სავაგონე დეპო, საბაჟო გამშვები პუნქტი ლაგოდეხი და სხვა.

დაგვიკავშირდით...
დაინტერესების შემთხვევაში მოგვმართეთ
ქვემოთ მითითებულ მისამართებზე
+ 995 32 210 30 10
გრიგოლ ხანძთელის ქ. #4. თბილისი, 0117, საქართელო
info@scn.ge