+ 995 32 210 30 10
გრიგოლ ხანძთელის ქ. #4. თბილისი, 0117, საქართელო
სიახლეები / ლისის ტბის ტერიტორიაზე ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლი აშენდა
    
24/06/2016

ლისის ტბის ტერიტორიაზე ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლი აშენდა

„საბა კონსტრაქშენმა“ 5,2 მილიონიანი პროექტი დაასრულა, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობას ითვალისწინებდა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

საპროექტო ფართმა თითქმის 13000 კვადრატული მეტრი შეადგინა. პროექტის ფარგლებში 3  4-სართულიანითანამედროვე ტიპის საერთო საცხოვრებელი, ორსართულიანი ადმინისტრაციული შენობა აშენდა,  მოეწყო სპორტული მოედანი და გზები, გამწვანდა 5000 კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია.

სტუდენტური საერთო საცხოვრებელი 320 კაცზეა გათვლილი.კომპლექსი სრულადაა ადაპტირებული შშმ პირებისთვის.

აშენებული კომპლექსი 24 ივლისს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და კომპანია „საბა კონსტრაქშენის“ დირექტორმა ლევან თარგამაძემ დაათვალიერეს.

როგორც განათლების მინისტრმა აღნიშნა, ეს შესანიშნავი კომპლექსია, რომლის აღჭურვასა და მართვაში თავად სტუდენტობა უნდა ჩაერთოს, რათა კამპუსი სტუდენტებისთვის ძალიან პრესტიჟული და მნიშვნელოვანი ადგილი გახდეს. 


„საბა კონსტრაქშენის“ დირექტორის, ლევან თარგამაძის განცხადებით, კომპლექსში შექმნილია ყველა პირობა სტუდენტების კომფორტული ცხოვრებისთვის. ყველა სართულზე არის სამრეცხაო და სასადილო ოთახები, შენობები უზრუნველყოფილია გათბობისა და დაცვის სისტემებითა და ინტერნეტით, ადმინისტრაციულ შენობაში კი გათვალისწინებულია ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, სამედიცინო პუნქტი და კაფეტერია 150 ადამიანზე. არის ტრენაჟორების სივრცე და სპორტული მოედანი. 

კომპანია „საბა კონსტრაქშენმა“ წარმატებით დაასრულა მორიგი მასშტაბური პროექტი და სამუშაოები დათქმულ ვადებში შეასრულა. 

დაგვიკავშირდით...
დაინტერესების შემთხვევაში მოგვმართეთ
ქვემოთ მითითებულ მისამართებზე
+ 995 32 210 30 10
გრიგოლ ხანძთელის ქ. #4. თბილისი, 0117, საქართელო
info@scn.ge