+ 995 32 210 30 10
გრიგოლ ხანძთელის ქ. #4. თბილისი, 0117, საქართელო
ჩვენს შესახებ / ISO სტანდარტი
    
“მომხმარებლის და სხვა დაინტერესებული მხარეების არსებული და სამომავლო მოთხოვნის გათვალისწინებით, აგრეთვე ორგანიზაციის მოცულობის და სამუშაოს მასშტაბურობის ზრდიდან გამომდინარე, ჩვენი კომპანიის მენეჯმენტმა მიიღო მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების გადაწყვეტილება.

ამისათვის, 2015 წლიდან ჩვენმა კომპანიამ დაიწყო მომზადება ისო 9001 სტანდარტის შესაბამისად. მომზადების პროცესში ჩართული იყო კომპანიის მენეჯერების მთლიანი გუნდი, განხორციელდა დაინტერესებული მხარეების მოთხოვნების ანალიზი, არსებული მდგომარეობის და პოტენციური ფაქტორების გათვალისწინებით მოვახდინეთ პროცესების სისტემატიზაცია, დაინერგა პროექტის მენეჯმენტის საუკეთესო პრაქტიკა და ყოველდღიურ საქმიანობად იქცა სისტემის გაუმჯობესებისთვის საჭირო კონტროლის, გაზომვების, ანალიზის და შეფასების ღონისძიებები.

შედეგად, 2016 წლის სექტემბერში ჩვენს კომპანიაში ჩატარდა სისტემის შეფასება ისო 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად და აუდიტის დასკვნის საფუძველზე მოვიპოვეთ ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საერთაშირისო სერტიფიკატი - ISO 9001:2015.
შეფასება განახორციელა ბრიტანულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ LRQA."
ჩვენს შესახებ
ISO სტანდარტი
მისია
უპირატესობა
წლიური ბრუნვა
ტექნიკა
დაგვიკავშირდით...
დაინტერესების შემთხვევაში მოგვმართეთ
ქვემოთ მითითებულ მისამართებზე
+ 995 32 210 30 10
გრიგოლ ხანძთელის ქ. #4. თბილისი, 0117, საქართელო
info@scn.ge