+ 995 32 210 30 10
გრიგოლ ხანძთელის ქ. #4. თბილისი, 0117, საქართელო
სიახლეები / თბილისსა და ქუთაისს 10 სარაგბო და ფეხბურთის მოედანი შეემატება
    
02/03/2018

„საბა კონსტრაქშენის“ მიერ თბილისსა და ქუთაისში 10 სპორტული მოედნის მშენებლობების პროცესი დასკვნით ფაზაში შევიდა.

კომპანია პროექტებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან 2017 წლის 3 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ახორციელებს, რომელთა საერთო ღირებულება 10 მლნ. ლარს აჭარბებს.

პროექტი გულისხმობს  თბილისში 3 ბუნებრივსაფარიანი, 1 ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთის მოედნის, ასევე 1 ბუნებრივსაფარიანი, და 2 ხელოვნურსაფარიანი რაგბის მოედნების მოწყობას.

ქუთაისში 1 ბუნებრივსაფარიანი, 1 ხელოვნურსაფარიანი რაგბის და 1 ბუნებრივსაფარიანი ფეხბურთის სტანდარტული მოედნები მოეწყობა.

პროექტებით გათვალისწინებულია ტრიბუნების, ავტოსადგომების და ყველა სათანადო დამხმარე ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები. 

სამუშაოები სრულდება ფიფას და IRB-ის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.  

კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ სამოქალაქო, სამრეწველო, სატრანსპორტო (ხაზოვანი ნაგებობების), ჰიდროტექნიკური და სოფლის მეურნეობის ობიექტების სამშენებლო-მოსაპირკეთებელ სამუშაოებს აწარმოებს.

სპორტული კომპლექსების გარდა, „საბა კონსთრაქშენი“ მიმდინარე პერიოდში ათამდე სხვა პროექტზე მუშაობს. ესენია: სადახლოს სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის აღდგენა-რეაბილიტაცია, გარდაბნის და რუსთავის  საჯარო სკოლების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსის მშენებლობა, ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის მშენებლობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა“ და „სმართ ლოჯიქის'' სათაო ოფისის მშენებლობა. მიმდინარე სამუშაოების ჯამური ღირებულება 97 მლნ ლარს აჭარბებს.

კომპანია „საბა კონსთრაქშენისთვის“ პრიორიტეტია სამუშაოების ხარისხიანად და უმოკლეს დროში შესრულება. კომპანიის მენეჯმენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პერსონალის შრომით უსაფრთხოებას და გარემოსდაცვით ღონისძიებებს. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების ყველა აუცილებელი  ზომები და ეკოლოგიური ნორმები იყოს დაცული.

კომპანია „საბა კონსთრაქშენის“ მისიაა დააკმაყოფილოს ყველაზე ამბიციური დამკვეთის მოთხოვნა, შეუქმას მათ ცხოვრებისა და ბიზნესის წარმოების უსაფრთხო გარემო და, ამავე დროს, შეიტანოს წვლილი ქვეყნის განვითარებაში.

 „საბა კონსტრაქშენი“ გეგმავს სამუშაო არეალის გაფართოებას და შესაბამისად, სამშენებლო კომპანიის დინამიურ განვითარებას.

„საბა კონსტრაქშენის“ მთავარი ღირებულება პროფესიონალთა ის გუნდია,რომელიც დღეს  კომპანიაში მუშაობს, რომელსაც შესწევთ ძალა აწარმოოს სამშენებლო სამუშაოების მთლიანი კომპლექსი. მათ შორის: სამშენებლო ნებართვების მიღება,საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება, მშენებლობის მართვა,კაპიტალური მშენებლობა,რემონტი და დაზიანებული ობიექტების რეკონსტრუქცია და სხვა.

კომპანია „საბა ქონსტრაქშენი“ ქართულ ბაზარზე 2012 წელს ინოვაციური და მასშტაბური პროექტით გამოჩნდა. კომპანიის შექმნის დღიდან მის მიერ შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება 103,23 მლნ ლარს შეადგენს.

სამშენებლო პროცესში კომპანია აქცენტს თანამედროვე ტექნოლოგიებზე და უახლეს სამშენებლო მასალებზე აკეთებს.

დაგვიკავშირდით...
დაინტერესების შემთხვევაში მოგვმართეთ
ქვემოთ მითითებულ მისამართებზე
+ 995 32 210 30 10
გრიგოლ ხანძთელის ქ. #4. თბილისი, 0117, საქართელო
info@scn.ge