+ 995 32 210 30 10
გრიგოლ ხანძთელის ქ. #4. თბილისი, 0117, საქართელო
სიახლეები / რუსთავის და გარდაბნის საჯარო სკოლების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ფაზაში შევიდა
    
02/03/2018

 

რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებსაც „საბა კონსტრაქშენი“ აწარმოებს, დასკვნით ფაზაში შევიდა.

გარდაბნის #4 და რუსთავის #4 საჯარო სკოლების ახალი ფუნქციონალური პროექტები არსებული მდგომარეობის შეფასებისას მიღებული მონაცემების გათვალისწინებით, ვიზუალური შემოწმებისა და საქართველოში მოქმედი სტანდარტებისა და ნორმების მიხედვით შემუშავდა.

პროექტი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება, რომლის ღირებულება 1 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს.

რუსთავსა და გარდაბანში ახალი, თანამედროვე ტიპის შენობები აშენდება. განთავსდება ინფორმატიკის ოთახები, ბიბლიოთეკა, წიგნთსაცავი, მრავალფუნქციური ლაბორატორია, სპორტული დარბაზები,  სივრცეები პედაგოგების და მანდატურებისთვის. გათვალისწინებულია სასკოლო ეზოს და რეკრეაციული ზონის მოწყობა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება გათბობის და ვენტილაციის სისტემები, ელექტროქსელები.

სკოლები ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.  ახალ შენობაში მოეწყობა პანდუსები და დამონტაჟდება ელექტრო ამწე.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მშენებლობა გარემოს და შრომის უსაფრთხოების დაცვის თანამედროვე სტანდარტების სრული შესაბამისობით მიმდინარეობს.

კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ სამოქალაქო, სამრეწველო, სატრანსპორტო (ხაზოვანი ნაგებობების), ჰიდროტექნიკური და სოფლის მეურნეობის ობიექტების სამშენებლო-მოსაპირკეთებელ სამუშაოებს აწარმოებს.

კომპანიის მიმდინარე სამუშაოების ჯამური ღირებულება 97 მლნ ლარს აჭარბებს.

სამშენებლო პროცესში კომპანია აქცენტს თანამედროვე ტექნოლოგიებზე და უახლეს სამშენებლო მასალებზე აკეთებს.

„საბა კონსთრაქშენის“ მისიაა დააკმაყოფილოს ყველაზე ამბიციური დამკვეთის მოთხოვნა, შეუქმას მათ ცხოვრებისა და ბიზნესის წარმოების უსაფრთხო გარემო და, ამავე დროს, შეიტანოს წვლილი ქვეყნის განვითარებაში.

 „საბა კონსტრაქშენი“ გეგმავს სამუშაო არეალის გაფართოებას და შესაბამისად, სამშენებლო კომპანიის დინამიურ განვითარებას.

კომპანია „საბა ქონსტრაქშენი“ ქართულ ბაზარზე 2012 წელს ინოვაციური და მასშტაბური პროექტით გამოჩნდა. კომპანიის შექმნის დღიდან მის მიერ შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება 103,23 მლნ ლარს შეადგენს.

 

დაგვიკავშირდით...
დაინტერესების შემთხვევაში მოგვმართეთ
ქვემოთ მითითებულ მისამართებზე
+ 995 32 210 30 10
გრიგოლ ხანძთელის ქ. #4. თბილისი, 0117, საქართელო
info@scn.ge