+ 995 32 210 30 10
გრიგოლ ხანძთელის ქ. #4. თბილისი, 0117, საქართელო
სიახლეები / თბილისში ახალი სპორტული კომპლექსი გაიხსნა
    
18/04/2018

 

თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ დღეს ვაზისუბანში აშენებული სარაგბო კომპლექსი დაათვალიერეს.

ვაზისუბნის სარაგბო კომპლექსს სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ აშენებს. მშენებლობა 12 306 კვადრატულ მეტრზე მიმდინარეობს. კომპლექსი ითვალისწინებს ხელოვნურსაფარიან მოედანს, 500-ადგილიან ტრიბუნას, ადმინისტრაციულ შენობასა და საშხაპეებს.

პროექტის ღირებულება 2 მლნ ლარს აჭარბებს.

კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება და მოედნის მოწყობა მიმდინარეობს. ობიექტის დასრულების შემდეგ, სტადიონი დაეთმობათ როგორც რაგბის, ისე ფეხბურთის შესწავლის მსურველებს და 700 ადამიანს მოემსახურება.

დღესვე მერიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ტანვარჯიშის დარბაზის დასრულებული მშენებლობა ლილოს დასახლებაში. დარბაზი 500 კვადრატულ მეტრს მოიცავს და 400-მდე ადამიანზეა გათვლილი. სპორტულ ცენტრში მხატვრული ტანვარჯიშის, აკრობატიკისა და ბატუტის სპორტული სექციები ამოქმედდება. დასახლებაში მოეწყო ფიტნეს დარბაზიც.

სპორტული კომპლექსების მშენებლობის პროგრამა მიზნად ისახავს  სპორტულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის  გაზრდას,  სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდების ჩართვას სპორტულ ცხოვრებაში.

 

დაგვიკავშირდით...
დაინტერესების შემთხვევაში მოგვმართეთ
ქვემოთ მითითებულ მისამართებზე
+ 995 32 210 30 10
გრიგოლ ხანძთელის ქ. #4. თბილისი, 0117, საქართელო
info@scn.ge