+ 995 32 210 30 10
გრიგოლ ხანძთელის ქ. #4. თბილისი, 0117, საქართელო
სიახლეები / ევრობასკეტ 2021
    
29/02/2020

     საკმაოდ მასშტაბური პროექტი,  ქ. თბილისში ( უნივერსიტეტის ქუჩა  N 15ა მიმდებარე ტერიტორიაზე 10 000 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური (კალათბურთი, ფუტძალი, ხელბურთი, ფრენბურთი, ჩოგბურთი).  სპორტული ობიექტის აგებას ითვალისწინებს. შენობის ძირითადი  სამაყურებლო სპორტული დარბაზი უნდა იყოს მულტიფუნქციური დანიშნულების კომპლექსი საერთაშორისო ტურნირების ჩასატარებლად რომელიც დაკმაყოფილებს FIBA-ს მოთხოვნებს.

    სპორტული კომპლექსი აღჭურვილი იქნება 10 000 -კაციანი სამაყურებლო ტრიბუნით და  ფუნქციონალური დარბაზებით, აგრეთვე გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სივრცის, საკონფერენციო დარბაზის, სამედიცინო პუნქტების და კაფის მშენებლობა. დაგეგმილია, სივცრის მოწყობა ტელეკამერების და VIP-სტუმრებისთვის. გათვალისწინებულია გასახდელები პროფესიონალი და დამწყები სპორტსმენების, აგრეთვე - მწვრთნელებისთვის. მოეწყობა ტექნიკური სათავსოები, სპორტული ინვენტარის სადემონსტრაციო ფართები, დაცვისა და უსაფრთხოების ოთახები.

   შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის  - როგორც მაყურებელთა ასევე სპორტსმენთათვის. ინდივიდუალური საერთაშორისო სტანდარტებით დადგენიილი ნორმების გათვალისწინებით, მოეწყობა: საპირფარეშოები, ლიფტები, პარკირების ადგილები და გასახდელები შშმ პირთათვის. ყველა დერეფანი და საევაკუაციო გასასვლელი საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმებს სრულად შეესაბამება. მშენებლობა 2021 წლის 30 მაისს  დასრულდება.  

 

 

 

დაგვიკავშირდით...
დაინტერესების შემთხვევაში მოგვმართეთ
ქვემოთ მითითებულ მისამართებზე
+ 995 32 210 30 10
გრიგოლ ხანძთელის ქ. #4. თბილისი, 0117, საქართელო
info@scn.ge